2019-02-12 - კონფერენცია თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე


ზუგდიდში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) ორგანიზებით და ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ მხარდაჭერით გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენცია თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს მიეძღვნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, წარმომადგენლები დონორი ორგანიზაციებიდან, საფინანსო და სადაზღვევო ინსტიტუტებიდან და 400-მდე აქტიური ფერმერი.
კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გაჟღერებულ იქნა რიგი ინიციატივები, რომელსაც თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად განახორციელებს, რომელიც ჯამში ფერმერებს საშუალებას მისცემს მიიღოს მაღალი ხარისხის მოსავლი.
ხაზგასმულ იქნა საფინანსო ორგანიზაციების როლი ფერმერებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების კუთხით. მოწონებულ იქნა თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად „ლაზიკა კაპიტალი“ს მიერ დანერგილი განვადების სქემა, რომელიც გლეხებს საშუალებას აძლევს შეიძინონ თხილის მოვლისთვის აუცილებელი შხამ ქიმიკატები შეღავათიანი საგანვადებო პირობებით , რაც გულისხმობს შეძენილი პრეპარატების ღირებულების დაფარვას მოსავლის აღების და რეალიზაციის შემდეგ, ამავდროულად ფერმერს აღნიშნული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში არ უძვირდება პროდუქცია და არ უწევს არანაირი საკომისიოს გადახდა.
ღონისძიება დამთავრდა დაჯილდოვების ცერემონიით, სადაც წარმატებულ ფერმერებს გადაეცათ თხილის მოვლისთვის აუცილებელი ინვენტარი..

     



  

 

     

 


 

მისამართი:
ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. N59
ტელეფონი: 0322 19 47 27


სამუშაო საათები
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-დან 17:30-მდე
შაბათს - 10:00-დან 13:30-მდე

 

 

 

ჩვენ შესახებ

მისია
ორგანიზაციის ისტორია
მენეჯმენტი
სამეთვალყურეო საბჭო

 

 

 

 

 

პროდუქტები

აგრო სესხი
ბიზნეს სესხი
სწრაფი სესხი
სესხი მიტანით
განვადება
პორტირება
არასაკრედიტო როდუქტები

 

 

 

 

კარიერა

ვაკანსია