ვალუტის კურსი


ყიდვაგაყიდვა
1 USD3.06703.0770
1 EUR3.54003.6400

მომხმარებელთა დაცვა


2020-02-10 - საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის(GHGA-ის) მეოთხე წლიური კონფერენცია


ზუგდიდში, „ლაზიკა კაპიტალის“ მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის(GHGA-ის) მეოთხე წლიური კონფერენცია გაიმართა,. სადაც 2019 წელს ჩატარებული "თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამის" ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები და წელს განსახორციელებელი გეგმები მიმოიხილეს.
➡️კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებამ მიიღო უახლესი ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებლებთან, დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა, შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები და სხვა.
➡️ხაზგასმულ იქნა საფინანსო ორგანიზაციების როლი ფერმერებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების კუთხით. მოწონებულ იქნა თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად „ლაზიკა კაპიტალი“ს მიერ დანერგილი განვადების სქემა, რომელიც გლეხებს საშუალებას აძლევს შეიძინონ თხილის მოვლისთვის აუცილებელი შხამ ქიმიკატები შეღავათიანი საგანვადებო პირობებით , რაც გულისხმობს შეძენილი პრეპარატების ღირებულების დაფარვას მოსავლის აღების და რეალიზაციის შემდეგ, ამავდროულად ფერმერს აღნიშნული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში არ უძვირდება პროდუქცია და არ უწევს არანაირი საკომისიოს გადახდა.
➡️2019 წელს ასოციაციასთან ერთად განხორციელდა „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“, რომლის დამფინანსებლები იყვნენ სახელმწიფო, USAID და ფერერო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასოციაციაში დამატებით გაწევრიანდა 14 000-მდე მეთხილე ფერმერი, რომლებსაც უსასყიდლოდ გადაეცათ 2000-მდე შესაწამლი აპარატი. პროგრამის წარმატებით განხორციელებამ განაპირობა თხილის მოსავლის როგორც ხარისხობრივი გაუმჯობესება, ისე მოსავლიანობის ამაღლება და შესაბამისად ფერმერთა შემოსავლების გაზრდა. პროგრამა გაგრძელდება 2020 წელსაც, რომლის ფარგლებში იგეგმება ასოციაციის წევრების გაზრდა 30,000 ფერმერამდე და დამატებით 1500 შესაწამლი აპარატის გადაცემა.
➡️შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, წარმომადგენლები დონორი ორგანიზაციებიდან, საფინანსო და სადაზღვევო ინსტიტუტებიდან და 1500-მდე აქტიური ფერმერი.

    



  

 

     

 


 

მისამართი:
ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. N59
ტელეფონი: 0322 19 47 27


სამუშაო საათები
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-დან 17:30-მდე
შაბათს - 10:00-დან 13:30-მდე

 

 

 

ჩვენ შესახებ

მისია
ორგანიზაციის ისტორია
მენეჯმენტი
სამეთვალყურეო საბჭო

 

 

 

 

 

პროდუქტები

აგრო სესხი
ბიზნეს სესხი
სწრაფი სესხი
სესხი მიტანით
განვადება
პორტირება
არასაკრედიტო როდუქტები

 

 

 

 

კარიერა

ვაკანსია